Site icon Civil.ge

ოზურგეთის ფქვილის საწარმოს თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა 

ოზურგეთის ფქვილის საწარმო „გულისტანის“ გაფიცული თანამშრომლები 8 მაისი, 2021, ფოტო: კადრი სააგენტო „მაუწყებლის“ ვიდეოდან

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების 10 ივნისის განცხადებით, ოზურგეთის ფქვილის საწარმო „გულისტანის“ თანამშრომლებმა, რომლებიც 38 დღე გაფიცულები იყვნენ, დღეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

ამავე ინფორმაციით, საწარმოს თანამშრომლები შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, 12 ივნისს მოაწერენ, ხოლო 14 ივნისს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. 

კომპანიის წარმომადგენელმა მარინა ჩხაიძემ დაუდასტურა „სამოქალაქო საქართველოს“, რომ მხარეები შეთანხმებას ხელს 12 ივნისს მოაწერენ, რაც ასევე მოიცავს შეთანხმებას ხელფასების განსაზღვრის თაობაზე. თუმცა, მისივე თქმით, ის დეტალებს ვერ დააკონკრეტებს, სანამ სათანადო დოკუმენტი არ შედგება.

საწარმოს თანამშრომლები მაისის დასაწყისში გაიფიცნენ და სხვა საკითხებთან ერთად, ხელფასების შემცირებას აპროტესტებდნენ. გაფიცულები ამბობდნენ, რომ კომპანია მათ თვეში 400 ლარს უხდიდა, თუმცა ოფიციალურად 650 ლარი ჰქონდათ გაფორმებული.

საწარმო „გულისტანს“ შპს „გურია ექსპრესი“ მართავს და მისი მფლობელი თურქეთის მოქალაქე ისმაილ ბოლუკბაშია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)