Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტi სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროს პრინც ალბერტ II-ს შეხვდა, 10 ივნისი, 2021, ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროში 9-10 ივნისის ვიზიტი დაასრულა, სადაც იგი პრინც ალბერტ II-ს და საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტ ჯოელ ბუზუს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრინც ალბერტ II-თან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, მათ შორის, ღვინის ტურიზმის განვითარება და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაციასაც დაესწრო, რომელზეც 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)