საქართველოს პარლამენტმა 11 ივნისის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პარტია მოქალაქეების მიერ პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობა 4-დან 2-მდე შემცირდა.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური ჯგუფი და მისი თავმჯდომარე იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რომლებიც საპარლამენტო ფრაქციასა და მის თავმჯდომარეს აქვთ. ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
ცვლილებით, რომელიც ძალაში მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტის ვადით იმოქმედებს, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას უკვე თავად მოქალაქეების ორი და გირჩის სამი დეპუტატიც შეძლებენ.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება პარტია მოქალაქეებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკან გაიხმობს და 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად დააკორექტირებს.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
- ქართული ოცნება-მოქალაქეების მემორანდუმის ძირითადი პუნქტები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)