Site icon Civil.ge

აერობუს-ბოინგის სავაჭრო ომში ხუთწლიანი ზავი დაიდო

(ბრიუსელი, 15 ივნისი) პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკულ და ევროპულ ავიაგიგანტებს შორის 17-წლიან სავაჭრო ომში დროებითი დაზავების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დავა “ბოინგისა” და “აერობუსის” საქმიანობის სუბსიდირებას ეხებოდა, რასაც ორივე მხარე ერთმანეთისაგან უკანონოდ მიიჩნევს. შედეგად ორივე კომპანია ათობით მილიონი დოლარის ზარალსა და საურავს კისრულობდა. კოვიდ-ეპიდემიის პირობებში ამ სავაჭრო ომის დასრულება აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ბიზნეს ატმოსფეროს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი სიმბოლოა. თუმცაღა, მთლიანად საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდა. შეთანხმდნენ, რომ მხარეები ერთმანეთს ტარიფებით ხუთი წლის განმავლობაში არ დასჯიან, ამ ვადის ამოწურვამდე კი შეეცდებიან, საკითხი საბოლოოდ გადაჭრან.