Site icon Civil.ge

დასავლელმა ჟურნალისტებმა მინსკში პრეს-კონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს

(მინსკი, 15 ივნისი) ბი-ბი-სის და სხვა დასავლური მაუწყებლებისა თუ გამოცემების ჟურნალისტებმა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს პრეს-კონფერენიცია მინსკში, სადაც მათ დაკავებულ კოლეგას, პოლიტიკურ პატიმარს რომან პროტასევიჩს აიძულებდნენ მისი “დანაშაული” სახალხოდ ეღიარებინა. ამავე პრეს-კონფერენციაზე ბელარუსის საჰაერო ძალების სარდალი ირწმუნებოდა, რომ “რაინეარის” თვითმფრინავის წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ, მიუხედავად მრავალი მოწმობისა, რომ მას ბელარუსის საჰაერო ძალების შეარაღებულმა გზაგადამჭრელმა აიძულა დაჯდომა.