(ვარშავა, 15 ივნისი) საკონტაქტო-საინფორმაციო ქსელ “ტელეგრამის” რუსულ არხებზე პოლონეთის პრემიერის ადმინისტრაციის უფროსის, მიხალ დვორჩიკის შარშან გაგზავნილი ელექტრონული ფოსტა გამოჩნდა. საიდუმლო ამ მასალებში არაფერია, თუმცა რამდენიმე წერილი პრემიერ მათეუშ მორავიეცკისთან და მთავრობის პრეს-სპიკერთან მიმოწერას ასახავს კოვიდ-19 პანდემიასთან, პოლონეთ-უკრაინისა და პოლონეთ-ბელარუსის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამ გაჟონვით ცხადი გახდა, რომ უმაღლესი რანგის პოლონელი პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები ხშირად პირად, ძირითადად Gmail-ის ელფოსტას იყენებდნენ და არა დაცულ სახელმწიფო მისამართებს. პოლონეთის კიბერ-უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.