Site icon Civil.ge

დღეს ჟუზებ ბორელი რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს

(ბრიუსელი, 16 ივნისი) ევროპის საგარეო საქმეთა კომისარი ჟუზებ ბორელი, ევროკომისიის დავალებისამებრ, დღეს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიის შესახებ თავის ანგარიშს გამოაქვეყნებს. როგორც ჟურნალისტები ბრიუსელიდან იუწყებიან, საბოლოო დაზუსტებები ამ ანგარიშში აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. დიპლომატის ცნობით, რომელიც ანონიმურად ესაუბრა პრესას, ანგარიშში საუბარი იქნება იმგვარ ნაბიჯებზე, რომლითაც ევროკავშირს საშუალებას მისცეს წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვს, თუკი ის კანონს დაარღვევს, ევროკავშირის დასუსტებისაკენ მიმართული ძალისხმევის შესუსტებაზე და თანამშრომლობაზე იმ დარგებში, სადაც ეს შესაძლებელია.