ნატოს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის მეორე დღის, 15 ივნისის აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას „რეფორმების გზას“.
„მზად ვართ კვლავაც დავუჭიროთ მხარი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია დოკუმენტში. აშშ-მა და ევროკავშირმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს სამხრეთ კავკასიაში „გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის“ დასამყარებლად იმუშაონ.
განცხადება გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის შელახვისკენაა მიმართული.
„ჩვენი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ვგეგმავთ, რომ რუსეთთან მაღალი დონის აშშ-ევროკავშირის დიალოგი დავამყაროთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)