Site icon Civil.ge

აშშ-ის საელჩო: 19 აპრილის შეთანხმება მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს 

აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს Twitter-ზე დაწერა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით, მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნების პროცესს შეაჩერებდნენ, ასევე „ყოვლისმომცველ და ინკლუზიურ სასამართლო რეფორმას“ განახორციელებდნენ, მათ შორის, მიიღებდნენ „ახალ კანონმდებლობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებზე“.

საელჩომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწყვეტიც გამოაქვეყნა, სადაც სასამართლო რეფორმისა და დანიშვნების შესახებ მონაკვეთები გაყვითლებულია.

ფოტო: აშშ-ის საელჩოს Twitter-დან

საელჩოს Twitter-ის განცხადებას წინ უძღვოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც აღნიშნა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, რადგანაც სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებამდე უკვე მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)