ოცამდე დიპლომტიური მისიის წარმომადგენლობამ საქართველოში დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ხელისუფოებას მოუწოდა უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარება „უსაფრთხო გარემოში“ და „დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე“.
განცხდება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო მოახლოებული ღონისძიება, რამდენადაც „[ის] შეიცავს პროვოცირების ნიშნებს, კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას“. ამასთან, ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან – „ერთობა, რაობა, იმედი“ დაკავშირებული პირები „ღირსების მარშის“ პარალელურად კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ.
დიპლომატიურმა მისიებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლგბტ თემს და ხაზი გაუსვეს, რომ „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“.
„საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას“, – განცხადეს ხელმომწერებმა და დასძინეს, რომ დისკიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი „კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე“.
„ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საპატრიარქო „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ საუბრობს
- ევროპარლამენტარები ხელისუფლებას თბილისი პრაიდის აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
- ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობაა
- დიპლომატიური მისიები ლგბტქი პირების უფლებების თანაბარი დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ
- ევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველო ლგბტ ორგანიზაციებს მუშაობას უზღუდავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)