Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი „თბილისი პრაიდს“ მხარდაჭერას უცხადებს

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია მთავრობის კანცელარიის წინ, 17 მაისი, 2017, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 ივლისს, პრაიდის კვირეულის გახსნის დღეს განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი“ და დასძინა, რომ  ძალადობა და სიძულვილის ენა „მიუღებელია“.

„ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა“, – თქვა პრეზიდენტმა. განცხადება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას მოჰყვა, სადაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღონისძიება დაგმო, ულტრამემარჯვენე ჯგუფები კი – „ღირსების მარშის“ პარალელურად კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ.

ხაზი გაუსვა რა, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება, პრეზიდენტმა დასძინა, რომ პრაიდის მონაწილეების მხრიდან ამ უფლების გამოყენება „ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია!“.

„ტოლერანტობა ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)