თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ივლისს პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი გოგი წულაია წინასწარი პატიმრობიდან 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გოგი წულაია 17 მარტს თბილისში ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მას პროკურატურამ ბრალი „ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით“ გადაუკვალიფიცირა. საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.
გოგი წულაიას დაკავებას წინ მის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერების გამო ტელეეთერით ბერა ივანიშვილის გინება უძღვოდა, რის გამოც ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ წულაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება „შერჩევით სამართალსა“ და „ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებდა“.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია გოგი წულაიას მიმართ „შერჩევით სამართალსა“ და „პოლიტიკურ მოტივზე“ საუბრობს
- შსს-მ გოგი წულაია ქალის ცემის ბრალდებით დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)