Site icon Civil.ge

„თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გააუქმა

„ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქცია რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და დღეს გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე არასათანადო რეაგირების გათვალისწინებით ლგბტ თემის უფლებადამცველმა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გააუქმა.

„ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის ქმედითი ზომების მიღების ნაცვლად, „დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას“.

„ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ თქმით, სამართალდამცველები „არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)