Site icon Civil.ge

დიპლომატიური მისიები დედაქალაქში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს, 5 ივლისი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

„ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას“, – განაცხადა 5 ივლისს ოცამდე დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში.

აღნიშნეს რა, რომ მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებაა, დიპლომატიურმა მისიებმა ერთობლივ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს“.

მათი თქმით, ყველა ის პირი, „ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით“. 

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საელჩოები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)