Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი ძალადობას გმობს

ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ძალადობის „ნებისმიერ“ სახესა და ფორმას და „ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო“.

პრეზიდენტმა სამართალდამცველ ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის „ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების“ აღკვეთისკენ მოუწოდა. „მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აგრეთვე დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისებში შეჭრა.

„ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)