Site icon Civil.ge

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი თბილისს სტუმრობს

საქართველოს საგარეო და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრები თბილისში შეხვდნენ, 6 ივლისი, 2021, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ კარიმოვი თბილისს სტუმრობს, სადაც იგი 6 ივლისს ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

მინისტრმა კარიმოვმა თქვა, რომ მინისტრ წულუკიანთან შეხვედრაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, მუზეუმებს შორის თანამშრომლობაზე, შემოქმედებით ინდუსტრიებზე, კინემატოგრაფიასა და ორმხრივი ინტერესების მქონე სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

ანარ კარიმოვმა აღნიშნა, რომ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მან მრავალმხრივ კულტურულ თანამშრომლობაზე იმსჯელა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს „[მთიანი] ყარაბაღის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის მიმართულებით“ ბაქოს ძალისხმევაზე მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმსჯელეს და კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. „აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)