ულტრამემარჯვენე და ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროპის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით 23:45 საათზე პარლამენტის წინ მდებარე მოედანი დაიკავეს, სადაც მანამდე ძალადობის წინააღმდეგ და ლგბტ თემის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა. პოლიციამ მათი ეს ქმედება არ აღკვეთა.
ძალადობრივი ჯგუფების ასობით წარმომადგენელმა რუსთაველის გამზირი პოლიციასთან რამდენიმესაათიანი დაპირსპირების შემდეგ დაიკავა. პოლიციელები ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან აქციაზე შეჭრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, სადაც ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ძალადობის საწინააღმდეგო მდუმარე აქცია 20:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 23:00 საათზე დასრულდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს თბილისის ცენტრში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობის შედეგად სულ ცოტა 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის წინ აღმართული ევროპის დროშა ჩამოხსნეს. ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ევროპის დროშა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)