Site icon Civil.ge

მედიაკოალიცია: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები „კრიტიკულ ზღვარს“ მიუახლოვდა

5 ივლისს „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ფოტო: „მედიაჩეკერის“ ფოტოკოლაჟი

„საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“, – განაცხადა 9 ივლისს კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ჟურნალისტების უსაფრთხოება 5-6 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის დროს.

53 ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმები „უმეტესად გამოუძიებელია“, განაცხადეს უფლებადამცველებმა, ვინაიდან პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით მხოლოდ 12 პირი დააკავა.

მედიის წინააღმდეგ „მასშტაბური ძალადობის“ ფონზე, ხელმომწერმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ინციდენტები „ეფექტიანად“ გამოიძიოს და „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას“.

კოალიციამ ასევე მოუწოდა პარლამენტს დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)