Site icon Civil.ge

აშშ-ის ელჩი პრემიერს 5 ივლისის მოვლენებისას ნაკლები გადამწყვეტი მოქმედებისთვის აკრიტიკებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფოტო: აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ 5 ივლისს, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამვლენილი ძალადობისას შექმნილი ვითარება, რა დროსაც 53 ჟურნალისტი დაშავდა, ლიდერის გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვდა, რაც ვერ დავინახეთ.

„ისეთ ვითარებაში, როდესაც ხდება ძალადობა და საქართველოს მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, ველოდით, რომ პრემიერ-მინისტრი სიტუაციის დარეგულირებაში წამყვან როლს ითამაშებდა. შესაბამისად, იმედგაცრუებულნი ვიყავით, როდესაც იმ დღეების განმავლობაში ვერ ვნახეთ ლიდერის მეტი გადამწყვეტი მოქმედება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„აშშ მასების მართვისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს სამართალდამცველ უწყებებთან ბევრს მუშაობდა. ამდენად, ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით, როდესაც ეს გადამზადება და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, იმ დროს, როდესაც აშკარა გახდა, რომ მასაში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ძალის გამოყენება სურდათ“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არცერთ სიტუაციაში ძალადობას მხარს არ უჭერს და, რა თქმა უნდა, არც ძალდობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტები წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ საქმეს ასრულებენ“, – ხაზი გაუსვა კელი დეგნანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)