Site icon Civil.ge

აშშ-ის საელჩო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას ეხმიანება

ახალგაზრდა ქალი ცისარტყელისფერებიანი დროშით ძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე, 6 ივლისი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

აშშ-ის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ნაცემი და დღეს გარდაცვლილი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს და დასძენს, რომ მასზე „თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ“.

„თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით“, – აცხადებს საელჩო.

„ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)