Site icon Civil.ge

აშშ-ის ელჩი კრემლისტური დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს 

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფოტო: აშშ-ის საელჩო

ჟურნალისტების თხოვნაზე, რომ შეეფასებინა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება, რომელმაც ელჩები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასა და ლგბტქ+ აქტივისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ „ჩვენ ყველამ ვიცით, ვინ იხდის ამ ტიპის კრემლისტურ დეზინფორმაციაში ფულს“.

„ის ადამიანები, ვისაც აქ ძალადობის წაქეზება და არასტაბილურობის შექმნა სურს, კრემლის საქმეს აკეთებენ, რათა აზრთა სხვადასხვაობა, არასტაბილურობა გამოიწვიონ აქ, საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან, რათა ხვდებოდნენ, კონკრეტულად ვინ დგას ამის უკან და ვინ იხდის ამაში ფულს“.

ელჩმა დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, შეკრების უფლება, თავისუფალი გამოხატვის უფლება და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების უფლება, რომ უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საკუთარი საქმიანობა“. მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ეს 5 და 6 ივლისს ვერ ვიხილეთ“.

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას აშშ-ისს ელჩმა განაცხადა, რომ „ეს ჟურნალისტებზე თავდასხმების კიდევ ერთი მაგალითია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)