ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, უილიამ კორტნის მოუწოდა „მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ფორმით ჩარევას“.
დეპუტატის 17 ივლისის გამოხმაურება უილიამ კორტნის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან შსს ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსიის გაჟღერების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „მსგავსი სახის დეზინფორმაციას ავტოკრატიულ სახელმწიფოებში ავრცელებენ, მაგრამ არა დემოკრატიულ საქართველოში“.
"Police came out with an interim chemical forensics report on #Lashkarava’s death, suggesting drug overdose could have been behind the passing."
One might have expected such disinformation in an autocratic country, but not in democratic #Georgia.
https://t.co/Rsah9yrnYq— William Courtney (@courtneywmh) July 13, 2021
რატი იონათამიშვილმა აშშ-ის ყოფილი ელჩი „უპასუხისმგებლო“ განცხადების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს“.
„ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ“, – განაცხადა მანვე.
უილიამ კორტნი საქართველოში ელჩის რანგში 1995-1997 წლებში მსახურობდა. იგი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Rand Corporation-ის უფროსი მკვლევარია.
ალექსანდრე ლაშქარავა, 5 ივლისს, ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მხრიდან მასზე ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.
შსს-მ ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით თქვა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება ყოფილიყო. ლაშქარავას ოჯახის წევრები და კოლეკები უწყებას გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს, რამდენადაც მან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ოპერატორისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მისი დაცვა ვერ უზრუნველყო. ოჯახის განცხადებით, ლაშქარავა მორფს ძალადობის შედეგად მიყენებული ტრავმებისგან გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდა, რასაც მისი სამედიცინო ისტორიაც ადასტურებს.
ასევე წაიკითხეთ:
- ფოტოამბავი: „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ბოლო გზაზე გააცილეს
- შსს-ს თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო
- 5 ივლისს ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაიცვალა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)