Site icon Civil.ge

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები კვლავ ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტი, ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 22 ივლისის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ხმების 2/3-ით კვლავ ვერ აირჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ მცდელობაზე არჩევის შემთხვევაში, ისინი მოვალეობას მხოლოდ 6 თვის ვადით შეასრულებენ.

მიუხედავად, ქართული ოცნების მხარდაჭერისა, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიტატმა გიორგი კალანდარიშვილმა და წევრობის კანდიდატებმა გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ 150-დან 100 დეპუტატის ხმის მიღება ვერ შეძლეს. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარი 15 ივლისს დაუჭირეს.

თავმჯდომარეობის კიდევ ერთ და წევრობის კიდევ ორ კანდიდატს – გიორგი სანტურიანს, ლელა ტალიაურსა და თამარ სართანიას დეპუტატების მინიმალური მხარდაჭერა ჰქონდათ.

ხმის მიცემის მესამე რაუნდი მაქსიმუმ ერთ კვირაში უნდა გაიმართოს, სადაც კანდიდატების დასამტკიცებლად უკვე დეპუტატების ხმების 3/5 (90) იქნება საჭირო. იმის გათვალისიწინებით, რომ მმართველ გუნდს პარალმენტში მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავს, მათ დასამტკიცებლად კიდევ 6 ოპოზიციონერი დაპუტატის ხმა იქნება საჭირო. წარუმატებლობის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრობს მმართველი გუნდი უკვე უბრალო უმრავლესობით (76) აირჩევს.

პლენარულ სხდომაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება პირველად 18 ივლისს სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

ხმების 2/3-ის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი კანონდემბლობაში 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ჩაიდო.

თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტი 1 ივლისს დატოვა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ მხარეებს შორის „კონსტრუქციული ურთიერთობების“ შესაძლებლობას გაზრდიდა. ცესკოს ორი ახალი წევრის შერჩევის საჭიროება დღის წესრიგში მაშინ დადგა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების რაოდენობა 6-დან 8-მდე გაიზარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)