ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისას“ სასარგებლოდ მიიღო, რომელიც სასამართლომ 2018 წელს რეკლამაში გამოყენებული „რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებებისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა და პოდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაავალა.
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც პირველის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, პრეზერვატივის მწარმოებელი ინდივიდუალური მეწარმის, ანი გაჩეჩილაძის მიმართ გამოხატვის თავისუფლების უფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი დაარღვიეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყეტილებები მიუთითებდნენ, რომ „ეთიკაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებებს საქართველოს კონესტიტუციითა და კონვენციებით გარანტირებულ სხვადასხვა ღირებულების ბალანსში უპირატესი ძალა აქვს“.
„პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ, ვინც რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, უნდა მიიღონ და შეეგუონ სხვების უფლებას, გააკრიტიკონ ან მტრულად იყვნენ განწყობილნი მათი რელიგიის მიმართ“, – განმარტა ევროპულმა სასამართლომ.
ევროპულმა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართული სასამართლოების არგუმენტები და არ იყო „სათანადო და საკმარისი“ იმისათვის, რომ შეზღუდულიყო გამოხატვის თავისუფლება პრეზერვატივის ოთხი შეფუთვიდან მინიმუმ სამის შემთხვევაში.
საუბარია პრეზერვატივებზე, რომელთა შეფუთვაზეც შემდეგი წარწერები და გამოსახულებები იყო დატანილი: ,,სამეფო კარი თამარში“, „პრეზერვატივზე გამოსახული ადამიანის ხელი“, „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“ და „ძლევაჲ საკვირველი“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე დაიწყო. ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი განცხადებით ორგანიზაცია „ქართულმა იდეამ“ მიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)