Site icon Civil.ge

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადინა, 22 ივლისი, 2021, ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა 22 ივლისის პლენარულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ხარჯები 1.1 მლრდ ლარით – 19.5 მლრდ ლარამდე იზრდება.

ბიუჯეტში შესწორებები იმ ფონზე შევიდა, რაც ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2020 წლის დეკემბერს წარმოდგენილ პროექტთან შედარებით 4.3%-დან 7.7%-მდე გაზარდა.

შესწორებული ბიუჯეტის მიხედვით, შემოსულობები 1.2 მლრდ ლარით – 17.9 მლრდ ლარამდე იზრდება. 7.6%-დან 6.9%-მდე მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, 60%-დან 54.6%-მდე მცირდება სამთავრობო ვალიც.

განახლებული ბიუჯეტის თანახმად, 600 მლნ ლარით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. 446 მლნ ლარით გაიზრდება კოვიდ-19-ის მართვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც. 36 და 90 მლნ ლარით იზრდება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ბიუჯეტებიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)