სამოქალაქო აქტივისტები და ისტორიკოსები, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თაოსნობით, 30 ივლისს, ე.წ. „ჩეკას“ ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1937 წელს, ზუსტად ამ დღეს, არასასამართლო ორგანო – ე.წ „ტროიკა“ შეიქმნა, რის შემდეგაც პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საბჭოთა რეპრესიებს ასობით-ათასი მოქალაქის, მათ შორის, ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
გუშინ აქტივისტებმა სიმბოლურად „სილოვკის“ სპეციალურ ბანაკში დახვრეტილი საქართველოს მოქალაქეების, ასევე საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული თბილისში მცხოვრები ასობით ეთნიკური გერმანელის სახელები და გვარები წაიკითხეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)