აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან“.
პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ამ დღეს, 13 წლის წინ რუსული ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და რამდენიმე ათასი საკუთარი სახლებიდან გააძევეს“. მისივე თქმით, რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის დროს.
ნედ პრაისის თქმით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეფერხება სიცოცხლის ფასად ჯდება, რაც დაუყონებლივ უნდა დასრულდეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიერმა რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)