თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა 125 კგ-იან წონით კატეგორიაში დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პეტრიაშვილი, რომელიც 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, ამერიკელ გეიბლ სტევსონთან ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
ეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს მიერ ტოკიოში მოპოვებული პირველი მედალია. მანამდე, ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ, იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წელს ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს ძიუდოსა და ძალოსნობაშიც. ჯამში საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 8 მედალი მოიპოვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს ოლიმპიურ თამაშებში საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წლის რიოს და 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე 7-7 მედალი მოიპოვეს.
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახეობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს მთავრობა საჩუქრად 1 მლნ ლარს გადასცემს.
ზაფხულის რიგით 32-ე თამაშებმა ტოკიოში სტარტი 23 ივლისს აიღო და 8 აგვისტოს დასრულდება.
ასევე წაიკითხეთ:
- ლაშა ტალახაძემ საქართველოს ტოკიოს თამაშებზე მეორე ოქრო მოუტანა
- ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)