Site icon Civil.ge

ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკოში წილისყრის შედეგად საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრეს, 8 აგვისტო, 2021, ფოტო: ცესკო

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 აგვისტოს ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს ცნობით, მოახლოებული არჩევნებისთვის 50 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა. ცესკომ 9 ივლისს რიგითი ნომრები უკვე მიანიჭა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც  წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0.75% ან მეტი მიიღეს.

წილისყრის შედეგად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტები შემდეგი საარჩევნო ნომრებით ისარგებლებენ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)