Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივლისში 21.8%-ით გაიზარდა

ფოტო: ფრენკ მაკკენა/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 21.8%-ით გაიზარდა და 7.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 27.8%-ით – 2.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 19.3%-ით – 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.9 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)