Site icon Civil.ge

ევროპულმა საქართველომ მერობის კანდიდატები წარადგინა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ფოტო: ევროპული საქართველოს პრესსამსახური

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს მერობის საკუთარი კანდიდატი ჯამში 13 მუნიციპალიტეტში ეყოლება, აქედან ორში – ხონსა და თერჯოლაში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული კანდიდატები არიან.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ოპოზიციურ ძალებთან კოორდინაციით კმაყოფილია და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოქალაქეებთან მივიდეს გზავნილი, რომ ოპოზიციამ შეძლო „გონივრული კომპრომისის პოვნა“.

„[ამომრჩეველმა უნდა იცოდეს], რომ ჩვენ შეგვიძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ამის შემდეგ კოორდინირებულად, კოალიციურად გადაწყვეტილებების მიღება“, – დასძინა მანვე.

ქვემოთ 10 მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატების სიაა წარმოდგენილი:

ევროპულ საქართველოს მერობის საკუთარი კანდიდატები წალენჯიხაში, ნინოწმინდასა და ადიგენშიც ეყოლება. პარტია მათ ცალკე წარადგენს.

ამასთან, შემდეგ 15 მუნიციპალიტეტში – ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში, წყალტუბოში, მარტვილში, ქობულეთში, ხულოში, ასპინძაში, ახმეტაში, დმანისში, ლანჩხუთში, მესტიასა და ჭიათურაში ევროპული საქართველო მხარს ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.

ასევე, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტებზე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)