Site icon Civil.ge

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 57.2%-ით შემცირდა

ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 16 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 57.2%-ით შემცირდა და 572 მლნ აშშ დოლარი გახდა.

დაზუსტებული მონაცემი წინასწარს 7.3%-ით ჩამორჩება. საქსტატის შემცირების მთავარ მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს, „რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა“.

საქსტატის ცნობით, 2020 წელს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5% რეინვესტიციის წილი იყო.

2020 წელს საქართველოში განხორციელებული 303 მლნ აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფო ლიდერობდა (2019 წელი – 236.9 მლნ აშშ დოლარი). მას 200.7 მლნ აშშ დოლართი ნიდერლანდები მოსდევს (2019 წელი – 88.1 მლნ აშშ დოლარი); 98.4 აშშ დოლარი (2019 წელი – 115.6 მლნ აშშ დოლარი); 79 მლნ აშშ დოლარით კი – თურქეთი (2019 წელი – 174.2 მლნ აშშ დოლარი).

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასულ წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები წილი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: მალტა 45.9 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლნ აშშ დოლარი); რუსეთი 39.2 მლნ აშშ დოლარი (2019 წელი – 55.2 მლნ აშშ დოლარი); გერმანია 36.5 მლნ აშშ დოლარი (2019 წელი – 23.7 მლნ აშშ დოლარი); დანია 28.9 (2019 წელი – 2.8 მლნ აშშ დოლარი); ლუქსენბურგი 21.6 (2019 წელი – 68.8 მლნ აშშ დოლარი); პანამა (-)210.1 მლნ აშშ დოლარი (2019 წელი – 76.8 მლნ აშშ დოლარი); დანარჩენი ქვეყნები (-)71.2 მლნ აშშ დოლარი (2019 წელი – 492.6 მლნ აშშ დოლარი).

გასულ წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 404.4 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორზე მოდიოდა (2019 წელი – 272.1 მლნ აშშ დოლარი). შემდეგ მოდიან: სამთომოპოვებითი მრეწველობა 98.8 მლნ აშშ დოლარი (2019 წელი – 52.4 მლნ აშშ დოლარი); უძრავი ქონება 90.3 მლნ აშშ დოლარია (2019 წელი – 8.6 მლნ აშშ დოლარი).

სხვა სექტორებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ასეთი იყო: 62.7 აშშ მლნ დოლარი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (2019 წელი – 127.1 მლნ აშშ დოლარი); 35.5 მლნ აშშ დოლარი დამამუშავებელი მრეწველობა (2019 წელი – 117.3 მლნ აშშ დოლარი); 33.3 მლნ აშშ დოლარი მშენებლობა (2019 წელი – 46 მლნ აშშ დოლარი); 10.6 მლნ აშშ დოლარი ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (2019 წელი – 18.8 მლნ აშშ დოლარი); -249.5 მლნ აშშ დოლარი სასტუმროები და რესტორნები (2019 წელი – 123.4 მლნ აშშ დოლარი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კარტალში პირდაპირი უცხური ინვესტიციების რაოდენობამ 132 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)