Site icon Civil.ge

ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ 24 მერობის კანდიდატი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, 22 აგვისტოს კიდევ 24 მერობის კანდიდატი წარადგინა, 2021, ფოტო: კადრი ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ლაივის ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატია, 22 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის კიდევ 24 მერობის კანდიდატი  წარადგინა.

ნიკა მელიამ კანდიდატების წარდგენისას თქვა, რომ იგი ოქტომბრის რეფერენდუმის ახალ ლიდერებს ასახელებს, რომელთაგან ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა არა „ცალკეული თანამდებობებისთვის“, არამედ ბრძოლა, რომელიც „ივანიშვილის რეჟიმის“ დამარცხებით უნდა დასრულდეს.

„საქართველო წელს ივანიშვილს აჩვენებს, რომ ოლიგარქიული, კლანური, დანაშაულებრივი მმართველობის დრო ამოიწურა… რომ მას აღარ აქვს ლეგიტიმური მანდატი, რომ მან წააგო ბრძოლა ქართველ ხალხთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებით „ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის მშენებლობას“, რომელიც „განუხრელად“ ამტკიცებს „თავის კუთვნილებას ევროპული ოჯახისადმი“. „ქართული ოცნება ვეღარ მოისყიდის და ვეღარ დააშინებს, ვეღარ გააყალბებს და ის დამარცხდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე“, – დასძინა მანვე.

ქვემოთ რეგიონების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატების სიაა წარმოდგენილი:

სამეგრელო-ზემო სვანეთი

გურია

რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი

იმერეთი

სამცხე-ჯავახეთი

მცხეთა-მთიანეთი

ქვემო ქართლი

კახეთი

21 აგვისტოს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დედაქალაქის ყოფილი მერი და ევროპული საქართველოს ასევე ყოფილი წევრი, გიგი უგულავა ფოთში ოპოზიციის მერობის გაერთიანებულ კანდიდატად წარადგინა. იგი კენჭს 5 ნომრით იყრის.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ექნებათ მერობის შემდეგ კანდიდატებს: ზურაბ ჯაფარიძე – ლაგოდეხი (კახეთი); ზურაბ ბუცხრიკიძე – თერჯოლა (იმერეთი); ნოდარ ჩაჩანიძე – ჭიათურა (იმერეთი); ლია მუხაშავრია – ლანჩხუთი (გურია); ზურაბ ჯიბუხაია – ხონი (სამეგრელო-ზემო სვანეთი); გიგი გულედანი – მესტია (სამეგრელო-ზემო სვანეთი).


2 ოქტომტრის ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი პროპორციულ ნაწილში 43%-ს ვერ დააგროვებს, 2022 წელს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა, 28 ივლისს  ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის ანულირებულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)