საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 12.8% შეადგინა, ყოველთვიური ინფლაცია კი – 0.7% იყო.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22.5%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.2%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.6%-იანი ზრდა) და ჯანმრთელობის დაცვა (10.9%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.1%-იანი ზრდა) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (0.8%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% იყო
- ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა
- ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივლისში 21.8%-ით გაიზარდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)