Site icon Civil.ge

არჩევნები 2021: მთავარი თარიღები და პროცედურები

ფოტო: "სამოქალაქო საქართველოს" მომზადებული ბანერი.

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ქვემოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ძირითადი პროცედურები და თარიღებია მოცემული:

3 აგვისტო – იწყება საარჩევნო კამპანიის პერიოდი და ძალაში შედის სხვადასხვა სამართლებრივი ვალდებულებები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან ასარიდებლად. მათ შორის, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში მათ მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოების ამსახველი რეკლამების განთავსება და ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალი პროექტების წამოწყება.

6 აგვისტო – არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკო-სთვის განაცხადით მიმართვის ბოლო დღე იმ პარტიებისთვის, რომელსაც პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უკვე ჰყავთ ან მონაწილეობდნენ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

8 აგვისტო – ცესკო აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. პარტიებს ენიჭებათ თავიანთი რიგითი ნომრები საარჩევნო ბიულეტენზე;

16 აგვისტო – საინიციატივო ჯგუფები შესაბამის საარჩევნო კომისიას მერობის ან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარუდგენენ;

2 სექტემბერი – პარტიები თავიანთი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების, ასევე პროპორციული სიებს, შესაბამის საარჩევნო კომისიებს წარუდგენენ;

6 სექტემბერი – პარტიული სიების შესწორების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შეცვლის ბოლო ვადა;

7 სექტემბერი – ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს პარტიულ სიებს, ასევე ინფორმაციას მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ;

22 სექტემბერი – ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიმართავენ რეგისტრაციისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში;

25 სექტემბერი – საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიმართავენ რეგისტრაციისთვის ცესკოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში;

27 სექტემბერი – ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა და მათი საარჩევნო ოლქების მიხედვით გადანაწილების შესახებ საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს; მედიის წარმომადგენლები აკრედიტაციისთვის მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას;

2 ოქტომბერი – არჩევნების დღე. საარჩევნო უბნები იხსნება 8:00 საათზე და იხურება 20:00 საათზე;

16 ოქტომბერი – საოლქო საარჩევნო კომისიები აჯამებენ საკრებულოებისა და მერობის არჩევნების შედეგებს (გარდა თბილისისა); ცესკო აჯამებს თბილისის მერობის და საკრებულოს კენჭისყრის შედეგებს, ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა – მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში;

15 დეკემბერი – ცესკო საქართველოს პარლამენტს საბოლოო ანგარიშს წარუდგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)