დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან 100 000 დოზა ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა საჩუქრად მიიღო.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს ბრიტანულ-შვედური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო, რომლის პირველი 43 200 დოზაც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. მოგვიანებით, ქვეყანამ 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა მიიღო.
პირველი 100 000 დოზა „სინოფარმი“ საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, რომლის ადმინისტრირებაც მაისში დაიწყო. ამას გარდა, ივლისში ქვეყანამ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები მიიღო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მე-3 ფაზის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა მეორე დოზიდან სულ ცოტა 14 დღეში 79%-ია კოვიდ-19-ის სიმპტომატური ინფიცირების წინააღმდეგ. ვაქცინის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ ასევე 79%-ია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 897 427 ადამიანმა, სულ ცოტა, ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა, მათ შორის 593 944 პირი სრულად ვაქცინირებულია. საქართველოს ჯანდაცვის უწყება იმედოვნებს, რომ 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ს (1.7 მლნ მოქალაქეს) აცრის.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველომ აშშ-ისგან „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა მიიღო
- საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო
- საქართველომ ჩინეთისგან „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)