შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 სექტემბრის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს“.
ამავე ინფორმაციით, მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 5-6 ივლისის მასობრივ ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.
შეხვედრაში ევროკავშირის ელჩის გარდა მონაწილეობდნენ ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.
5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის შემდეგ, პოლიციამ ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე 27 პირი დააკავა. თუმცა, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ 5 ივლისის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგაც კი, ძალოვან უწყებებს არავისთვის წარუდგენიათ ბრალი ძალადობის ორგანიზებისათვის.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში
- ომბუდსმენმა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნის დაწყება მოითხოვა
- ომბუდსმენი ქვეყანაში „დაუსჯელობის სინდრომის“ წარმოშობის რისკებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)