Site icon Civil.ge

სირიის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრა

სირიის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესტუმრა, ფოტო: სააგენტო „რესი“

სირიის დელეგაცია ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის, მუჰამედ აკრამ ალ-აჯლანის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესტუმრა, სადაც მას 19 სექტემბერს რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა უმასპინძლა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, „რესპუბლიკის დღის“ აღსანიშნავ მიღებაზე, ბიბილოვმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზი სწორედ სირიის რესპუბლიკაზე გადის“ და ხაზი გაუსვა რუსეთის „მნიშვნელოვან როლს ჩვენი ხალხების ბედის განსაზღვრაში“.

მიღებას ასევე დაესწრო ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დმიტრი მედოევი, პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადტაევი, ასევე სირიის ელჩი რუსეთის ფედერაციაში, რიად ჰადადი.

სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა და ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, რასაც თბილისისა და საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

სირიის გარდა, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამაც ცნეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)