Site icon Civil.ge

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ნეკრესელი მიტროპოლიტი გარდაიცვალა

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი სტუმრად „ალტ-ინფოზე“, ფოტო: კადრი „ალტ-ინფოს“ ვიდეოდან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული ნეკრესელი მიტროპოლიტი, 62 წლის სერგი ჩეკურიშვილი.

მედიის ცნობით, მიტროპოლიტმა რამდენიმე კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა და იგი კოვიდ-19-ით პოსტოპერაციულ პერიოდში დაინფიცირდა.

საქართველო კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე კოვიდ-19-ს ჯამში 8 621 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)