Site icon Civil.ge

საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატების სრული სია

ფოტო: „სამოქალაქო საქართველოს“ მიერ შექმნილი ბანერი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 5 თვითმმართველი ქალაქისა და დანარჩენი 59 მუნიციპალიტეტის მერობის მსურველი 241 კანდიდატი დაარეგისტრირა. ცესკოს მონაცემებით, დედაქალაქში მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს, რუსთავში 6, ქუთაისში 5, ფოთში 3, ბათუმში კი – 10. დანარჩენ 59 მუნიციპალიტეტში მერობის მსურველი 201 კანდიდატია რეგისტრირებული. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატებს 50%-ს + ერთი ხმა სჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუკი პირველივე ტურში რომელიმე კანდიდატი ხმების შესაბამის რაოდენობას ვერ მოაგროვებს, მეორე ტური დაინიშნება, სადაც საუკეთესო მონაცემის მქონე ორი კანდიდატი გადავა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ ტარდება.

ქვემოთ დედაქალაქს მიღმა მერობის მსურველთა სრული სიაა მოცემული. კანდიდატები იმ თანმიმდევრობით არიან წარმოდგენილნი, როგორც ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენებზე დახვდებათ:

თვითმმართველი ქალაქები

რუსთავი

ქუთაისი

ბათუმი

ფოთი

მუნიციპალიტეტები

კახეთის რეგიონი

საგარეჯო

გურჯაანი

სიღნაღი

დედოფლისწყარო

ლაგოდეხი

ყვარელი

თელავი

ახმეტა

5 – ზურაბ ოტიაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

41 – ალექსი ფიცხელაური – ქართული ოცნება.

მცხეთა მთიანეთის რეგგიონი

მცხეთა

დუშეთი

ყაზბეგი

თიანეთი

ქვემო ქართლის რეგიონი

გარდაბანი

მარნეული

ბოლნისი

დმანისი

წალკა

თეთრიწყარო

შიდა ქართლი

გორი

კასპი

ქარელი

ხაშური

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

ბორჯომი

ახალციხე

ადიგენი

ასპინძა

ახალქალაქი

ნინოწმინდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი

ონი

ამბროლაური

ცაგერი

ლენტეხი

იმერეთის რეგიონი

ხარაგაული

თერჯოლა

საჩხერე

ზესტაფონი

ბაღდათი

ვანი

სამტრედია

ხონი

ჭიათურა

ტყიბული

წყალტუბო

გურიის რეგიონი

ოზურგეთი

ლანჩხუთი

ჩოხატაური

სამეგრელო-ზემო სვანეთი

მესტია

აბაშა

სენაკი

მარტვილი

ხობი

ზუგდიდი

წალენჯიხა

ჩხოროწყუ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ქედა

ქობულეთი

შუახევი

ხელვაჩაური

ხულო

დედაქალაქში პარტიები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა – მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტებზე ნიკა მელიასა (ენმ) და ელენე ხოშტარიას (დროა) კანდიდატურებს უჭერენ მხარს. ამავე პარტიების ვიცე-მერობის ერთიანია კანდიდატი ცოტნე კობერიძეა, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან. ოთხი პარტია თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზეც შეთანხმდა.

რაც შეეხება მათ თანამშრომლობას თბილისს მიღმა არსებულ მუნიციპალიტეტებში, პარტია „დროამ“„სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მათ მერობის შეთანხმებული კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა მხოლოდ სიტყვიერად, რადგანაც მათ რეგიონებში პარტიული წარმომადგენლობა არ გააჩნიათ. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თქმით, ისინი ღიად უჭერენ მხარს ნაციონალური მოძრაობს კანდიდატს თბილისში, ნიკა მელიას და ქუთაისში – ხატია დეკანოიძეს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში საკუთარ ამომრჩეველს ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ევროპულ საქართველოს საკუთარი კანდიდატები ცხრა მუნიციპალიტეტში ჰყავს, მათ შორის, ხონში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული. ამას გარდა, ევროპული საქართველო 27 მუნიციპალიტეტში ოპოზიციის სხვა კანდიდატებს უჭერს მხარს, ასევე დამოუკიდებელ კანდიდატებს თერჯოლასა და ჭიათურაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)