საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20-25 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს. 24 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
22 სექტემბერს, ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა, სადაც მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს როლზე იმსჯელეს.
Productive meeting w/@antonioguterres. Discussed mechanisms of peaceful conflict resolution & Russian occupation. Grateful for UN's engagement in the process, while stressed the need for more active involvement in light of the existing security challenges. pic.twitter.com/vBiWGpxSqP
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 23, 2021
იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს. ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა რიგის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების მიმართ, და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
Productive meeting at #UNGA with 🇬🇪PM. Reiterated🇱🇻 firm support for sovereignty and territorial integrity,🇬🇪 reform efforts and path to🇪🇺.Also encouraged reducing political polarisation and holding the upcoming municipal elections in full compliance with international standards.
— Egils Levits (@valstsgriba) September 22, 2021
22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, საქართველოს თავმჯდომარეობით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თავმჯდომარეობდა და მასში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი. შეხვედრაზე მინისტრებმა სუამ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფის დაფუძნების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ქართული მხარის ინიციატივაა.
ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი ასევე შეხვდა თავის კოლეგებს სლოვაკეთიდან, მალტიდან, კვიპროსიდან, ჰონდურასიდან და მალდოვიდან. შეხვედრების დროს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. „რეფორმები საქართველოს ევროპული და ტრანს-ატლანტიკური კურსისთვის აუცილებელია“, – დაწერა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა Twitter-ზე.
Confirmed friendly relations btw 🇸🇰 & 🇬🇪 w/ FM @DZalkaliani. 🇸🇰 fully supports Georgia's territorial integrity & sovereignty. Reforms remain indispensable for further 🇬🇪 proeuropean & transatlantic direction.
Looking 4ward to continue our discussion on my visit to 🇬🇪 next month pic.twitter.com/PoCHFlmZC5— Ivan Korcok (@IvanKorcok) September 22, 2021
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)