Site icon Civil.ge

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის გახსნა, ფოტო: ირმა ინაშვილის Facebook-დან

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის პატრიოტთა ალიანსის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:

პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გიორგი ლომია წარადგინა.

პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ახლახან მიღებული ცვლილებებით, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)