Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ფოტო: იბრაჰიმ ბორანი/unsplash.com

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 30 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 ლარი შეადგინა.

30 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1228 ლარი ღირდა, 1 ოქტომბერს კი – 1 აშშ დოლარი 3.1189 ლარი ეღირება.

ეს მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე აუქციონია. წინა, 20 აგვისტოს გამართულ მერვე აუქციონზე სებ-მა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მაშინ 1 აშშ დოლარი 3.1323 ლარი ღირდა.

ჯამში, 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 332.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)