ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 619 562 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 17.72%-ია.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 27.4% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 15.8% თბილისში.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 16.5% იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 664 უბანია გახსნილი.
ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)