ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 160 413 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 33.18%-ია.
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 47.5% რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 30.3% კი – ქვემო ქართლში. დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30.7% შეადგინა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 29.84% იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 664 უბანია გახსნილი.
ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 სთ-ზე დაიხურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)