Site icon Civil.ge

ცესკო: 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 41.35%-ია

პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბანერი, 2021 წლის სექტემბერი, ფოტოთ: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 446 218 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41.35%-ია.

ცესკო-ს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 55.3% კვლავ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 37.9-% ქვემო ქართლში. დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 39.1% შეადგინა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.71% იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 664 უბანია გახსნილი.

ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 სთ-ზე დაიხურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)