Site icon Civil.ge

წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება – 48.56%, ენმ – 31.23%, საქართველოსთვის – 6.87% 

ქართული ოცნების საარჩევნო ბანერი დედაქალაქში, პეკინის გამზირზე, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ხმების 48.56% ხმა მოიპოვა; შემდეგ მოდიან – ნაციონალური მოძრაობა ხმების 31.23%-ით და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხმების 6.87%-ით. რაც შეეხება თბილისის წინასწარ მონაცემებს, ქართულ ოცნებას ხმების 40.64%, ნაციონალურ მოძრაობას – 29.38%, ხოლო საქართველოსთვის – 8.49% აქვს.

კენჭისყრის წინასწარი შედეგები 

3 743 უბნიდან 1 446 (38,63%) დათვლილია

თბილისი პროპორციული 

769 უბნიდან 163 (21.2%) უბანია დათვლილი 

პარტიამ დედაქალაქის საკრებულოში შესასვლელად პროპორციული სისტემით 2.5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)