Site icon Civil.ge

„ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობით შედის  

თბილისის საკრებულოს შენობა. ფოტო: თბილისის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი

წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნებათბილისის 50-წევრიან საკრებულოში, სულ მცირე, 28 ადგილს დაიკავებს, მათ შორის, 19-ს პროპორციული სიით, ხოლო 9-ს მაჟორიტარული სისტემით. წინასწარი შედეგებით, თბილისის საკრებულოში ასევე შევა ხუთი სხვა პარტია, რომელთაც 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს: 

მმართველმა პარტიამ დედაქალაქის 10-დან 9 მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები, მათ შორისაა, მთაწმინდის, კრწანისის, ვაკის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის ოლქები.

საბურთალოს ოლქში, სადაც გამარჯვებისათვის საჭირო 40% ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე (38.72%) „გირჩი – მეტი თავისუფლების“ კანდიდატ ბორის ყურუას (14.41%) დაუპირისპირდება.  

სავარაუდო ადგილების გადანაწილება თბილისის 50-წევრიან საკრებულოში:  

თბილისის საკრებულო

პროპორციული ადგილები

მაჟორიტარული 

ქართული ოცნება  

19

9

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

13

საქართველოსთვის

4

ლელო 

2

გირჩი – მეტი თავისუფლება

1

ხალხისთვის 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)