საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს და ასევე, მაღალრისკიანი პროფესიით მომუშავე ადამიანებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მესამე დოზით (ე.წ. „ბუსტერი“, იგივე გამაძლიერებელი) აცრა შეეძლებათ.
იმუნიზაციის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება გადაწყვიტა იმ 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციაც დაუშვას, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
აქამდე აცრა მხოლოდ 16 წელს მიღწეული მოქალაქეებისათვის იყო ნებადართული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით 995 019 მოქალაქეა აცრილი, მათ შორის, 849 946 პირი სრულადაა ვაქცინირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)