Site icon Civil.ge

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ქართული პოლიციის მანქანა საოკუპაციო ხაზთან პატრულირებს, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) „სამოქალაქო საქართველოს“ დღეს დაუდასტურა, რომ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამივე მოქალაქე გაათავისუფლეს, მათგან ერთი 5 ოქტომბერს, დანარჩენი ორი კი – გუშინ. 

სუს-მა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს. 

ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოთხმა პირმა „უკანონოდ“ გადაკვეთა გამყოფი ხაზი. ამავე ცნობით, ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გადაეყარნენ, რის შემდეგაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას შეეცადნენ; ერთ-ერთმა მათგანმა ეს მოახერხა, დანარჩენები კი დააკავეს. 

ცხინვალის უშიშროების სამსახურის თქმით, ერთ-ერთი დაკავებული გაქცევის მცდელობის დროს 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაზიანებები მიიღო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)